„ევროკავშირის ელჩმა შეხვედრისას მომილოცა და მითხრა, რომ საქართველო ძალიან სტაბილური ქვეყანა გახდა“

ევროკავშირის ელჩმა შეხვედრისას მომილოცა და მითხრა, რომ საქართველო ძალიან სტაბილური ქვეყანა გახდა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექს-პრემიერმა განმარტა, ელჩმა აღნიშნული მიღწევის საფუძვლად სწორი მმართველობის სისტემა დაასახელა.
„ერთადერთმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, უყვარდეს ქვეყანა, სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით განავითაროს. ევროკავშირის ელჩმა შეხვედრისას მომილოცა და მითხრა, რომ ძალიან სტაბილური ქვეყანა გახდა საქართველო. ევროპელებსაც შურთ ისეთი სტაბილური ქვეყანაა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ სწორი მიზნების მქონე მთავრობაა და სწორად მართავენ ქვეყანას. ქვეყანას მართავენ ისინი, ვისაც ხალხი უყვარს, ვინც სამშობლოზე ზრუნავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები