ივანიშვილი „რესპუბლიკურ პარტიაზე“: გამოკითხვებით 1 პროცენტიც კი არ უჭერს მხარს

„რესპუბლიკურ პარტიას” გამოკითხვებით 1 პროცენტიც კი არ უჭერს მხარს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ”რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”.მისივე თქმით, მათ საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის არავითარი რესურსი არ აქვთ.
”ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას”, 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და აი,რატომ : ”რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო, რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება.
კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრისა. ისინი ახერხებენ, ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, – განაცხადა ივანიშვილმა და პარტიის დადებით თვისებებსაც გაუსვა ხაზი.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ”რესპუბლიკური პარტია” ერთადერთია პარტიებიდან, რომელსაც მისი დახმარება არ სჭირდება.
”რესპუბლიკური პარტიის” პლუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა. თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის – ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები