ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვაში აღამებს და ათენებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელი მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, იმ სტანდარტებს მიჰყვება, რომელიც თავად ივანიშვილმა დატოვა.
როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, დღეს “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ აქვს.
“ქართული ოცნება”, კვირიკაშვილის მეთაურობით, ინარჩუნებს იმ სტანდარტებს, რაც მე დავტოვე. ისინი ხალხსა და ქვეყნაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასეთი კაცია. დღეს “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ აქვს. სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” ელოდება. ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან?”,- განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.