კახა კალაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სომეხ კოლეგას შეხვდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის გაღრმავებას.
„უკვე წლებია გვაქვს ელექტროენერგიით ვაჭრობა სომხეთთან. ეს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა სომხეთში და როცა ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, შესაძლებელი იყოს სომხეთიდან ელექტროენერგიის მიღება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები