ბიძინა ივანიშვილი: გაჭირვებულს ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ნახავთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საქართველოს რეალური შანსი აქვს 2030 წელს ევროპის მსგავსი ეკონომიკა ჰქონდეს. როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ეკონომიკის განვითარებას დრო სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ 2030 წლისთვის ევროპის მსგავსი ეკონომიკა იყოს საქართველოში. ეკონომიკის აღზევებას სჭირდება დრო. ვინც იცის ეკონომიკა, 15-20 წელიწადი არ არის ცოტა, რომ ევროპის მსგავსი ეკონომიკა ავაშენოთ.
4 წელიწადი უნდა გავაანალიზოთ, სად ვიყავით ჩვენ და სად მოვედით, რა გაკეთდა. არ იფიქროთ, რომ 2030 წელს  ნახავთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც გაჭირვებული არ არის. ჩადით გინდათ ამერიკაში, საფრანგეთში, თუნდაც კანადაში. გაჭირვებულს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნახავთ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები