ივანიშვილი: ალასანია ცრუობს და სამწუხაროდ, მისი და ბოკერიას რიტორიკა ხშირად თანხვედრაში მოდის

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეში მისი დაინტერესება არ არსებობს.
როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, ირაკლი ალასანიას განცხადებები, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან, სიცრუეა. მისივე თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” აჩვენეს საკუთარი სახე და არცთუ ისე კარგად.
“გახსოვთ როგორ გადადგნენ ისინი. მათი ლიდერი ამბობს, რომ რაც თავდაცვაში მოხდა, პირადი პატიმრების ამბავია. აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადებები, რომ მოსამართლეზე, ექსპერტზე ზეწოლა ხდება. ალასანია გამოდის და აცხადებს, რომ ექსპერტი მოიტაცეს, თუმცა შემდეგ ეს ექსპერტი აცხადებს, რომ არავის მოუტაცია. აქ ჩემი ინტერესი გამორიცხულია. ალასანია ცრუობს და სამწუხაროდ, ხშირად მისი რიტორიკა ბოკერიას რიტორიკასთან თანხვედრაში მოდის”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები