ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფამ შესაძლოა დამატებითი სირთულეები გააჩინოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, იმ ფაქტმა, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები არ ემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვრებს, შესაძლოა დამატებითი სირთულეები გააჩინოს.
როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლება იძულებული იყო, რომ ეს რეფორმა გაეტარებინა.
“ის, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები არ ემთხვევა ადმინისტრაციულ საზღვრებს, რა თქმა უნდა,  დამატებით სირთულეებს აჩენს, მაგრამ ხელისუფლება იძულებული იყო, რომ ეს რეფორმა გაეტარებინა, რამეთუ დიდი დისბალანსი იყო – სადღაც 20 ათასი კაცი ირჩევს, სადღაც – 60 ათასი კაცი  მაჟორიტარ დეპუტატს. ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე, მოთხოვნა იყო და პარლამენტმაც ასეთი კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არის საკმაოდ გამჭრიახი და იმედია, ამ სირთულეებსაც გადავლახავთ“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები