ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ გაზაფხულზე რევოლუციას გეგმავდა

“ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არჩევნების პროცესის აყირავებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის მოწყობის და არსებული ხელისუფლების გადაყენების გეგმა ჰქონდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა და არჩევნების პროცესში არეულობის შეტანას ცდილობს.
„გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას. შიგნით გუნდიდან ინფორმაციებიც ვიცით, ისედაც ჩანდა, გახსოვთ დემონსტრაციების აგორება უნდოდათ რომ უნიათო ხელისუფლება უნდა გავუშვათო. მერე ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, შემოდგომისთვის გადაიტანეს და ამბობდნენ, რომ მოახდენდნენ რევოლუციას და გაუშვებდნენ მთავრობას, შემოდგომიდან ისევ გაზაფხულზე და აი ასე მოვიყვანეთ დღემდე. ახლა აქ აქვთ ბოლო გაბრძოლება, რადგან იციან, რომ არჩევნების გზით საზოგადოება მათ არ მოუშვებს ხელისუფლებაში, შესაბამისად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკმაოდ დიდია ხიფათი. მათი გეგმა არჩევნების პროცესის აყირავებაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები