კობა კობალაძე: საკუთრების შეგრძნება ხალხს 2012 წლის შემდეგ გაუჩნდა

„2012 წლის შემდგომ ქვეყნის შემოტრიალება დაიწყო რეალურად ერისკენ და ხალხისკენ, საკუთრების შეგრძნება თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდა 2012 წლის შემდეგ“ – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობალაძემ აღნიშნა, ის საარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს.
“დღემდე საორგანიზაციო საკითხებით ვიყავით დაკავებული, წინასაარჩევნო მარათონში ხვალიდან ჩავებმებით. „ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენს წინაშეა.
დინამიკას რომ გადავხედოთ, 2012 წლიდან დღემდე, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრი ისეთი აქცია და შეთავაზება გაჩნდა მოსახლეობის მიმართ,რაც ბევრი ქვეყნისთვის მიუღწეველია. ქვეყანა მიდის ნელ-ნელა, ეტაპობრივი განვითარების გზით“, – განაცხადა კობა კობალაძემ პრესკონფერენციაზე.
ვეტერანთა დეპატრამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ გეგმაში მხოლოდ დარჩენილი პრობლემების მოგავრება შედის.
“ჩვენი თვითმიზანი პარლამენტში ადგილების დაკავება არ არის, ჩვენი თვითმიზანია ზუსტად იმ კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, რომლითაც რეალურად შესრულდება ის ვალდებულებები ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატვირთი 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა კობალაძემ.
„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები