ბიძინა ივანიშვილი: მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და მაგას ვერც გაბედავდა

პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და ვერც გაბედავდა რაიმე ეთხოვა,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ზედმეტად ემოციური იყო.
„2 წელიწადნახევრის განმავლობაში მე მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამე ეთხოვა. ჩემი აზრით, ჩემმა იმჟამინდელმა პოზიციამ მათი გამოაშკარევების პროცესი გაახანგრძლივა.
ჩემი პოზიცია ძალიან მკაცრი იყო . მე მახსოვს, შეცდომებზე როგორი რეაქცია მქონდა, იგივე 7 ნოემბერზე როგორი საუბარი მქონდა, მე მგონი ნათქვამი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სააკაშვილს მეტ კონსულტაციას ვუწევდი და მეტადაც ვეხმარებოდი. საერთოდ, ქვების სროლით მოვიდნენ, თუ გახსოვთ. მეც პოლიტიკურად არ მქონდა გამოცდილება. ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს, იმ რევოლუციის დროს საფრანგეთში ვცხოვრობდი. სამი ტელევიზორი მედგა და ვუყურებდი პროცესებს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია მქონდა მეც. ჩემი მოუმზადებლობის და არ გაცნობიერების ბრალიც იყო ის, რომ ვცდილობდი, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორის ყოფნის სურვილიც გვქონდა ჩვენ. მათ გამოაშკარავებაში მე დიდი როლი ვითამაშე“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები