ოთარ დანელია: კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი
კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის დატოვებს ის ოფიციალურად თანამდებობას.
„ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი, მე ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, ვინაიდან პროცედურებით ეს ასეა გათვალისწინებული“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია.