გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის საკითხები განიხილება

„სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე სხვადასხვა ეკონომიკური საკითხები განიხილება“,- ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი საგანელიძემ სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრი დასვამს ყველა იმ საკითხს, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის ამა თუ იმ მიმართულებით.
„ისაუბრებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციისა და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრის საკითხზე, ეს მისი პრეროგატივაა. სომხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არ დასტურდება რაიმე შეხვედრის ან, მითუმეტეს, მოლაპარაკების ფაქტი. ორ ქვეყანას შორის ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დღის წესრიგში შეტანილია ბევრი საკითხი. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხები. მათ შორის, სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები, ტრანსპორტის სფერო, ენერგეტიკის სფერო, ტურიზმის სფერო. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ტვირთბრუნვის ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და რაც მეტი საშუალება იქნება ჩვენს რეგიონში ტრანსპორტის მხრივ, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ამჯერად ამ მიმართულებით რაიმე ახალ, დიდ პროექტზე არ არის საუბარი. მაგრამ არსებულ დინამიკას ყოველთვის სჭირდება ხელშეწყობა, ვინაიდან ტვირთბრუნვა და გადაადგილება ყოველწლიურად იყოს მზარდი და მოსახერხებელი“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები