გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას 15-წევრიანი საკრებულოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის დროს ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა სამმა დეპუტატმა, ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მინდია გოდერძიშვილმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებით აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი გაათავისუფლა, რაც საკრებულოს წევრების პროტესტის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები