კახა კალაძე: ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, ძლიერი პრემიერით, რომელიც საქმეზე ორიენტირებულია

ვიცე-პრეიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დებს პირობას, რომ მთავრობაში არ დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თანამოქალაქეებს ატერორებდნენ და შეურაცხოფას აყენებდნენ.
ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას, კახა კალაძემ განვლილი 4 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ადამიანებს ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.
“მე მეამაყება, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან თავისუფალი. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ აშანტაჟებენ.
ძალიან მოკლე დროში დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის მართვა შესაძლებელი ყოფილა რეპრესიების, ტერორისა და ადამიანების ჩაგვრის გარეშე.
გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ისეთი მთავრობები, ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს შეურაცხყოფას მიაყენებენ და გათელავენ მათ ღირსებას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველა ჩვენი გადადგუმული ნაბიჯი არის განპირობებული თქვენი და სამშობლოს სიყვარულით”,- აღნიშნა კალაძემ.
ვიცი-პრემიერის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში, გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა ამასთანავე, აღნიშნა, რომ ამავე პერიოდში, ძლიერი ქვეყნის მშენებლობის საფუძველიც ჩაიყარა.
“ამ 4 წლის განმავლობაში შეცდომები იყო, ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული და საფუძველი ჩაეყარა ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მშენებლობას.
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტერბული, ძლიერი პრემიერ-მინისტრით, რომელიც არის საქმეზე, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული.
დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით გავიმარჯვებთ და ეს იქნება არამხოლოდ ჩვენი მახარდამჭერების, არამედ სრულიად საქართველოს გამარჯვება, იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ”,- აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები