ბიძინა ივანიშვილი: ლევან ვარშალომიძე, დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი ერთი დონეა

ლევან ვარშალომიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით თარხან-მოურავი ერთი დონეა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, განაცხადა.
“ლევან ვარშალომიძე, დავით ბერძენიშვილი, დავით თარხან-მოურავი – მე მგონია, რომ ეს ყველა ერთი დონეა. საერთოდ, ბოლო ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიც ამტკიცებენ, რომ პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ რიტორიკას ვერ დავუწუნებთ, თუმცა, შიგნით მშვენივრად იციან, ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს. ვარშალომიძე ტელევზიებში არ ჩნდება და რა უნდა თქვას, ძალიან ცოტას საუბრობს, ამბობს იგივეს, რა კითხვაც დამისვით – გაჩერებული აჭარა. მას რა პასუხები აქვს, მის დროს რა გაკეთდა, კონკრეტულად დაუდებენ, რა გაკეთდა დღეს და ერიდება ამიტომ” , – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები