თამარ კორძაია: ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურ კლიპშიც კი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი გამოიყენა

IDFI-ის კვლევებს ვეთანხმენი,რადგან ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერება იგრძნობა, ამის მაგალითია ნინო ბურჯანაძე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატი თვლის, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობა ღიად ეწევა რუსულ პროპაგანდას. მანვე ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“ნინო ბურჯანაძის პოლიტკური ძალა პირდაპირ აწარმოებს რუსულ კამპანიას. ამ ადამიანმა თავის პოლიტიკურ კლიპშიც კი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის კადრები გამოიყენა, ეს პოლიტიკური ძალა დაუფარავად ეწევა რუსული პროპაგანდის აგიტაციას და ვთვლი, რომ აქ არის საფრთხის შემცველი სიგნალები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
დეპუტატმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის 70% ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები