თამარ კორძაია: სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის „ქართულ ოცნებასთან“ იგივდება

„ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, თუმცა ვთვლი, რომ დღეს დამოუკიდებელ კანდიდატებს რეალიზაციის რესურსი არ აქვთ“, – ამის შესახებ თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კორძაიამ დამოუკიდებელი დეპუტატების დახასიათებისას კობა დავითაშვილი გაიხსენა და იგი უმოქმედო დეპუტატთა რიცხვს მიაკუთვნა. კორძაია სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოების სტილსაც უწუნებს.
“სალომე ზურაბიშვილისთვის მოძველებულია კარდაკარ ამომრჩეველთან სიარული. მე არ ვიცი მსოფლიოში ჯერ პრაქტიკა, რომლითაც მოქალაქეებთან მისვლა მოძველებული მეთოდია, ეს არის ზურაბიშვილის მცდარი მოსაზრება. ის მთაწმინდის რაიონში იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მე ვთვლი, რომ ზურაბიშვილი შესისხლხორცებულია „ქართულ ოცნებასთან“. დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, ამის მაგალითია კობა დავითაშვილი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ პრესკონფერენციაზე. მანვე გია ჟორჟოლიანს და გია გაჩეჩილაძეს „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები უწოდა.
პრესკონფერენციაზე კორძაიას სახელმწიფო რესურსთან დაკავშირებით თინათინ ხიდაშელის კომენტარიც გაახსენეს, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყებენად თვლიდა.
კორძაიამ ხიდაშელის განცხადება ვერ გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებს ურეაგირებოდ არ დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები