ბიძინა ივანიშვილი: წინა ხელისუფლების დროს თანხები ფუფუნებისკენ იყო მიმართული

იმის თქმა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მასობრივად გაუმჯობესდა, ძალიან რთულია, თუმცა შეღავათები რომ ყველამ მიიღო, ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS“-ის პროექტში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
ივანიშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადახედვისკენ მოუწოდა, რადგან, მისი მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტიდან თანხები აგარაკების მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ფუფუნების საგნებზე იხარჯებოდა.
„იპოთეკარების ნაწილმა სწორედ საოპერაციოდ ჩადო სახლები ბანკში. ძალიან ხშირად ტრაგიკულად მთავრდებოდა ოპერაციები და უბედურდებოდნენ ეს ოჯახები. შევხედოთ, ჯანდაცვაში რაც მოხდა.
ძირითადი თანხები თითქმის ვერტმფრენებისკენ, აგარაკების მშენებლობისკენ და სხვა დანარჩენი ფუფუნებისკენ იყო მიმართული. ჩვენ ყველაზე დიდი თანხები მივმართეთ ჯანდაცვისკენ, რადგან ყველაზე დიდი პრობლემაც ეს გახლდათ. პრინციპული გარდატეხა მოხდა ჯანდაცვაში. საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი!
ჩვენი ჯანდაცვა ევროპულისგან ძალიან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან. კრიტიკა თუ გვინდა, შეგვიძლია, ვაკრიტიკოთ. მასობრივად იმის თქმა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ძალიან რთულია, თუმცა შეღავათები რომ ყველამ მიიღო, ეს ფაქტია“, – განაცხადა ბიძია ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები