ივანიშვილი 2008 წლის ომზე: სააკაშვილმა რეალურად „გაუპრავა“ რუსებს და შემოიყვანა

რუსეთის ქმედებას სულაც არ ვამართლებ, მაგრამ სააკაშვილმა ბევრი სისულელე გააკეთა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში- “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“-სტუმრობისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ყოფილი პრემიერის შეფასებით, სააკაშვილის ქმედება პრორუსული იყო.
„2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნორმალური და სამშობლოზე მზრუნველი ხელმძღვანელობა რომ ყოფილიყო. დევნილების რაოდენობა ამ ომის დროს კატასტროფულად გაიზარდა. სააკაშვილმა რეალურად „გაუპრავა“ რუსებს და შემოიყვანა. ამდენი დევნილი, დახოცილი, დაღუპული სამხედროები და უბედურება დაგვატეხა თავს. რუსეთის ჯარს, პრაქტიკულად, სააკაშვილი შემოუძღვა.
რუსეთის ქმედებას მე სულაც არ ვამართლებ, მაგრამ მან გააკეთა ბევრი სისულე. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეები, რუსეთი ვერ შემოვიდოდა, მიუხედავად დიდი სურვილისა. იმ სიტუაციას მაინც შევინარჩუნებდით, რაც არსებობდა მანამდე. რა ქნეს მათ? სმშვიდობოების ნაცვლად რა მივიღეთ? მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები. თუ ვინმე იყო პრორუსული, თვითონ სააკაშვილის ქმედება იყო პრორუსული“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები