თამარ კორძაია: 4 მოსამართლეს, სავარაუდოდ, მომავალი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნას შეგნებულად აჭიანურებს. ამის შესახებ მან პორტლა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, მოსამართლეების არჩევნების შემდეგ დანიშვნა მმართველი გუნდის ინტერესში შედის და ეს ე.წ. „კაბელების“ და „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდება.
„რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, ეს არის მმართველი გუნდის მიერ გამოცხადებული ომი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რადგან თუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაიწელება, ეს იქნება მმართველი გუნდის ინტერესში, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი „კაბელებისა“ და „რუსთავი-2“-ის საქმეებს უკავშირდება.
მათ უკვე დააანოსნსეს თითქმის, რომ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შემდეგ მოხდება“, – აღნიშნა კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურის შესაძლო წარდგენაზე კორძაიამ კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უსუფაშვილი თავად ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები