ბიძინა ივანიშვილი: უფრო მეტ რჩევას სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე კვირიკაშვილს

უფრო მეტ რჩევას სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე კვირიკაშვილი საჭიროებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“- სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავის დროზე მას მადლობას უხდიდა.
„სააკაშვილისთვისაც ნათქვამი მაქვს – კვირიკაშვილი ახლა ამას აბსოლუტურად არ იმსახურებს – სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, სანამ პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მე მხარში დაგიდგები და თუ არა, პირველი მე დაგიდგები წინ. და მოხდა, საუბედუროდ, ასე. თავის დროზე სააკაშვილი მადლობებს მიხდიდა და ვეუბნებოდი, მადლობას ნუ მიხდი, მე საშენოდ ამას არ ვაკეთებ. „ქართული ოცნება“ და კვირიკაშვილი დღეს ამას არ იმსახურებენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, თუ ეს სტანდარტები დაირღვევა, არ არსებობს, რომ ვინმე დავზოგო და არ ვთქვა, როგორც მოქალაქემ. მე არ მყავს ჩემი ჯარი, არ მყავს ჩემი პოლიცია, არავითარი ბერკეტი არ მაქვს, გარდა საუბრისა“, -აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები