„გონიოში სამხედროების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება იმუშავებს და სწორ დასკვნას დადებს“

უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ გონიოში მომხდარი ტრაგედია, რამაც ორი ჯარისკაცის დახრჩობა გამოიწვია, წვრთნების სფეროში ახლადგადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება.
როგორც ძიძიგურმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ სამხედროების ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა.
„ქვეყანა არის ახალბედა წვრთნების კუთხით. მომხდარზე გამოძიება იმუშავებს და სწორ დასკვნას დადებს. ჩვენ გვინდოდა გვეპოვა ცხედრები და შესაბამისი პატივით დაგვეკრძალა, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატი თვლის, რომ ქვეყანა განვითარების გზაზეა და შესაბამისად, ძლიერი სამხედრო კონტიგენტი სჭირდება. მისი აზრით, მომხდარი ინციდენტი არ უნდა იყოს შემაფერხებელი წვრთნების გაგრძელებაში.
ზვიად ძიძიგური რუსთავის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტსაც გამოეხმაურა და იმ პოლიტიკოსებს უპასუხა, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის ამნისტიის გამო აკრიტიკებენ.
“შეგვახსენეს, რომ გაქცეული პატიმარი ამნისტირებული იყო 2012 წელს, თუმცა ის ადამიანები, ვინც ვერ შეირგო ამნისტია, ისევ მოხვდნენ ციხეში.
მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამერიკის სასამართლოშიც და ევროპის ბევრ ქვეყანაში. უბრალოდ ეს არის ერთგვარი სიგნალი სასამართლოს მიმართ, რომ გამკაცრდეს კონტროლი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები