გიორგი მარგველაშვილი ანდრეი კისკას სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდრეი კისკას სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია, გულითადად მოგილოცოთ სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე. მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ვსარგებლობ რა შემთხვევით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და განმტკიცების მეშვეობით ისევე, როგორც თქვენი ბოლო ვიზიტი საქართველოში, ძლიერ იმპულსს მისცემს, მივაღწიოთ ახალ სიმაღლეებს ჩვენი ერების წარმატებული განვითარებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მეგობარ სლოვაკ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები