ბიძინა ივაანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელი იყო, მაგრამ არ მივეცით ამის საშუალება

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოვლენები გაიხსენა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აღგზნებული გუნდი უწოდა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ახალ პროექტში – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ სტუმრობისას განაცხადა, წინა ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი იყო, თუმცა მან მოახერხა და ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადაიბარა.
“ნაციონალური მოძრაობა“, როგორც აღგზნებული გუნდი, ყველაფერზე წამსვლელი იყო, ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ. არ მივეცით ამის საშუალება და ბუნებრივია, ბოლოს ცდილობდნენ გამართლებას იმისას, რომ თითქოს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეს. გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო ხელოვნება.
რობიკო სტურუა გაოცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, რომ უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებო. გაოგნებული ვარ, რობიკომ ზუსტად ასე მითხრა, რა მოახერხეთო. გარწმუნებთ, გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არც შეუფასებიათ სწორედ, რა მოხდა 2012 წლის არჩევნებზე. მინდა, მოგვიანებით კიდევ, 10 წლის შემდეგ, დამატებითი შეფასებებები გავაკეთო, თუ როგორი მენეჯმენტი შევქმენი.
მე ამ პროცესის მონაწილე და ლიდერი ვიყავი. ესეც მაძლევს უფლებას, ამომრჩეველს შევახსენო, რომ ამ პროცესებში დადებითი როლი შევასრულე. ჩემი ბიზნესის წარმატების საფუძველი სწორი ანალიზი და დასკვნები გახდა, სწორედ იმ რთულ პერიოდში, როდესაც მე ბიზნესს ვაკეთებდი“,- განაცხადა ივანიშვილმა და სტუდიაში დამსწრე მედიის წარმომადგენლებს კრიტიკული ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები