ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება

“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, – ამის შესახებ საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიცია და სახელმწიფო უწყებები მხოლოდ აღნიშნული პარტიის სამსახურში იყვნენ.
“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება. გიორგი კვირიკაშვილი კი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება. “ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნები მოახდინა, გაიხსენეთ სად ვიყავით ჩვენ – მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია, ერთი კაცისგან მართული, მხოლოდ რამდენიმე ფსევდოოპოზიციური იყო დატოვებული უცხოელებისთვის საჩვენებლად.
მთლიანად მართული იყო ბიზნესი, 5 ათასი დოლარის გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა ადეიშვილის, მთავარი პროკურორის მიერ მთელი ბიზნესი პრაქტიკულად ერთი კაცისკენ იყო მიმართული. ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის იყო წაშლილი – “ნაციონალური მოძრაობა“ და სახელმწიფო ეს ერთი და იგივე იყო, პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ერთი პარტიის სამსახურში იყვნენ ჩამდგარნი და ეს ერთი პარტია მხოლოდ ერთ კაცზე და პატარა გუნდზე იყო მორგებული, წამებები, მკვლელობები, ძარცვა – კარგად გაიხსენეთ, მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული, 300 ათასამდე პრობაციონერი გვყავდა, ახლა კი ნახეთ როგორი კულტურული ხელწერით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავიჭირეთ მართვის სტანდარტები და გარდაქმნები მოხდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები