დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი ჩამოწვა

დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე საავტომობილი გზა ჩაიკეტა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს, საღამოს 19:20 საათზე ამალი – დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადის გავლას.

ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და დაილექა მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში.

დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს.

სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა გარკვეული გართულებები. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი”, – ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები