თიბილოვი – სამხრეთ ოსეთი რუსული სამყაროს ნაწილია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონი რუსული სამყაროს ნაწილია. ეს განცხადება თიბილოვმა ფორუმზე „რუსეთთან ერთად“ გააკეთა. როგორც დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს „სწორედ რუსეთი დაუდგა გვერდით ოს ხალხს“.
„როდესაც ცხინვალის მოსახლეობამ რუსული ტანკები დაინახა, ისინი მიხვდნენ, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა თიბილოვმა.
მან 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უწოდა და რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მოწოდებით გამოვიდა.