თავდაცვის მინისტრი მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში შეხვდა – ფოტოკოლაჟი

თავდაცვის მინისტრი მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.
“მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე, თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ, პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთად ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის, ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.
14053956_1290016424364430_8539332314989381423_n 14055182_1290016354364437_460241881167868867_n 14079472_1290016351031104_2722310493980249428_n 14054899_1290016311031108_1264979488927592040_n 14100411_1290016297697776_4653817970489982996_n 14067467_1290016294364443_1691004712921753833_n 14051553_1290016264364446_3613782066300431274_n 14064237_1290016257697780_186122681766610384_n 14095929_1290016261031113_5885646416042343072_n 14102579_1290016187697787_1584202482675217238_n 14095951_1290016184364454_4227555617159005235_n 14064237_1290016177697788_4287073295178544664_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები