თავდაცვის მინისტრის მოადგილე გორში თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ნუკრი გელაშვილს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და აკადემიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
გაცნობით სახის შეხვედრაზე აკადემიის ხელმძღვანელობამ მინისტრის მოადგილეს აკადემიაში არსებული სკოლების სტრუქტურა, საქმიანობა და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ნუკრი გელაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები