გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორის კულტურისა და დასვენების პარკის თანამშრომლებმა პარკის ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცი ნახეს.
როგორც ,,კვირასთან“ პარკის თანამშრომელი აცხადებს, მამაკაცს ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. მათთვის უცნობია, თუ სად მოხდა ინციდენტი, ასევე – დაჭრის მოტივი.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცს „ახალბაღთან“ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობები. იგი მსუბუქადაა დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ ეტაპზე დაკავებულზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები