მოსკოვში შაქრო კალაშოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

მოსკოვში  შაქრო კალაშოვის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი ბიზნესმენებს ფულს სძალავდა.
“დადგენილია, რომ ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ კრიმინალური ავტორიტეტის ზაქარია კალაშოვის სახელით, სცემდნენ მეწარმეს და მისგან 10 მილიონ რუბლს ითხოვდნენ”, – ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა დაკავებულებს იარაღი, აუდიოჩანაწერები  და დოკუმენტები ჩამოართვეს. ისინი კერძო დაცვის ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თავად შაქრო კალაშოვი მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ფულის გამოძალვის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები