ავსტრალიაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა

ავსტრალიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროში მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. დაიღუპა ქალი, ერთი მამაკაცი დაიჭრა. თავდამსხმელი, რომელიც 29 წლის საფრანგეთის მოქალაქე იყო, პოლიციამ დააკავა.
თავდასხმა კვინსლენდის შტატში მოხდა. დაღუპული და დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. „ტელეგრაფის“ ცნობით, თავდასხმის დროს მამაკაცი „ალაჰ აკბარ“-ს! ყვიროდა. ამჟამად პოლიცია იძიებს, იყო თუ არა ეს თავდასხმა რელიგიურ ექსტრემიზმთან დაკავშირებული.
2 დღის წინ ბრიუსელში ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა. მან სამი ადამიანი დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები