ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სააგენტო „იონჰაპი“ იუწყება.
სამხრეთ კორეელი და ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტამ 500 კილომეტრი გაიფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. მანამდე ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო წვრთნებში მონაწილე სამხრეთ კორეის და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე ბირთვული დარტყმის განხორციელებით იმუქრებოდა.
სამხედრო წვრთნებში Ulji Freedom Guardian 75 ათასი სამხედრო მონაწილეობს. ჩრდილოეთ კორეა ამას ქვეყანაში შეჭრისთვის მზადებად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები