ტაილანდში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პირველი აფეთქება ქალაქ პატანის ერთ-ერთი სასტუმროს ავტოსადგომზე მოხდა. ამის შემდეგ კარაოკე-ბარის წინ დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ტაილანდში მსგავსი აფეთქებები ორი კვირის წინაც მოხდა. პოლიცია ეჭვობს, რომ ტერაქტები ტაილანდის სამხრეთ ნაწილში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები