თურქეთმა სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯერაბლუსის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. ეს დასახლებული პუნქტი ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული.
შეტევაში არტილერია, ავიაცია და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.
როგორც სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის სამხედრო მეთაურობამ აცნობა, ოპერაციის მიზანია მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და რეგიონის გაწმენდა ტერორისტული ელემენტებისგან, ასევე მიგრანტების ახალი ნაკადის შეჩერება. ჯერაბლუსი თურქეთ-სირიის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. 2013 წლიდან ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები