მერკელი, ოლანდი და პუტინი 4-5 სექტემბერს უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ
გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერები G 20-ის შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 4-5 სექტემბერს ჩინეთში გაიმართება, უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში სიტუაციის დაძაბვის გამო 2015 წელს მინსკში მიღწეული შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეჭვქვეშ დადგა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინს დღეს მერკელთან და ოლანდთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმში პროვოკაცია მოაწყო.
გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, მერკელმა და ოლანდმა მოუწოდეს პუტინს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა განიმუხტოს.
ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის გამო ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გამოცხადება არ გამორიცხა.