გიულენთან კავშირის გამო აზერბაიჯანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს
ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო აზერბაიჯანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „სახალხო ფრონტის“ წევრი ფაიგ ამიროვი დააკავეს. მას ბაქოს სასამართლომ რელიგიური შუღლის გაღვივებისთვის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამიროვს ფეთჰულაჰ გიულენის წიგნები აღმოუჩინეს. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ამიროვის ადვოკატი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, გიულენის წიგნები არავითარ პროპაგანდას არ შეიცავს და ის აზერბაიჯანში აკრძალული არ არის.