როსტოვის ოლქში მაღაროელებმა შიმშილობა გამოაცხადეს

რუსეთის როსტოვის ოლქში კომპანია „კინგკოულის“ მაღაროებში მომუშავე რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ.
„მაღაროელებს ხელფასს 2015 წლის მარტიდან არ უხდიან. სულ შიმშილობაში 61 ადამიანი მონაწილეობს. დავალიანება 300 მილიონ რუბლს შეადგენს“, – განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის მაღაროელების პროფკავშირის წარმომადგენელმა იური ჩებურაკოვმა.
კომპანია „კინგკოულის“ გენერალური დირექტორი 12 აგვისტოდან ხელფასების გადაუხდელობის გამო პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები