მექსიკაში ერთ კვირაში „ზიკას“ ვირუსით 265 ადამიანი დაავადდა

 

მექსიკაში „ზიკას“ ციებ-ცხელებით დაავადებულთა რაოდენობა ერთ კვირაში 265 ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მთლიანად მექსიკაში „ზიკას“ ვირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 1 880-ს შეადგენს.
ექიმები ვარაუდობენ, რომ „ზიკას“ ვირუსი კოღოსა და სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა.
რამდენიმე კვირის წინ „ზიკას“ ვირუსით დაავადების რამდენიმე შემთხვევა ფლორიდის შტატში დაფიქსირდა.
„ზიკას“ ვირუსი, ძირითადად, ახალშობილებისთვის არის სახიფათო, ვინაიდან მან შესაძლოა, მიკროცეფალია, ანუ ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები