ბრიუსელში დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა

ბრიუსელში დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და ორი მათგანი დაჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამის შემდეგ ქალმა სავაჭრო ცენტრში მიმალვა სცადა და იქ კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი ხელში დაჭრეს. შემდეგ ის დააკავეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის და ამ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ცნობისთვის, ბელგიაში კვლავ შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები