თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. ამ რაიონში სირიის ოპოზიციური ძალები მასშტაბურ შეტევას ამზადებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გარდა ამისა, თურქეთმა ქალაქ ჯარაბლუსში და მანბიჯში ქურთი მოხალისეების პოზიციები დაბომბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში 1 500 სირიელი ამბოხებული იმყოფება და შეტევისთვის ემზადება. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშიღლუმ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად უნდა იყოს გათავისუფლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები