შვედეთში რვა წლის ბიჭი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ გიოტებორგში რვა წლის ბიჭი დაიღუპა. ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთი სახლის ფანჯარაში ხელყუმბარა ისროლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
იუსუფ ვარსამე ინგლისის ქალაქ ბირმინგემიდან შვედეთში ჩავიდა, სადაც ნათესავებთან ისვენებდა. ხელყუმბარის სროლის მომენტში მას ეძინა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დედამისმა, ძმამ და დამ მსუბუქი ჭრილობები მიიღეს. პოლიციის ვერსიით, თავდასხმა კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. ამ მისამართზე დარეგისტრირებული იყო მამაკაცი, რომელიც გასული წლის მარტში შეიარაღებული თავდასხმისთვის გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები