საქალაქო სასამართლომ ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის საქმეზე შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ბრალდების მხარე მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები