სუს-ი ტერაქტის საქმეზე დაკავებულის მიმართ ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერაქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუმარტეს, ბექაურმა თავის არეში დაზიანება დაკავების დროს გაქცევის მცდელობისას მიიღო.
„დაკითხვის დროს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა დაზიანება თავის არეში დაკავების დროს გაქცევის მცდელობისას მიიღო“,- განაცხადეს სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბექა ბექაურს ოპერაცია რამდენიმე ხნის წინ ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ბექაურს დაზიანებები ჩვენების მიღებისას მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები