რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და კიდევ 17 რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ეს ადამიანები უკრაინის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, შოიგუს გარდა ეჭვმიტანილთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი, ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ოლეგ ბელავენცევი და 10 რუსი გენერალი მოხვდა.
სერგეი შოიგუს წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე 2014 წელსაც აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები