მოსამართლე, რომელმაც სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯა, თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის როსტოვის ოლქის მოსამართლემ ლეონიდ სტეპანენკომ, რომელმაც უკრაინელ პილოტს, ნადეჟდა სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯა, თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება.
სტეპანენკოს გადადგომის მიზეზები არ დაკონკრეტებულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს საკვალიფიკაციო კოლეგიამ მიიღო.
სტეპანენკო მოსამართლედ 2008 წელს დაინიშნა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მას 187 საქმიდან არცერთზე გამამართლებელი გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 25 მაისს შეიწყალა. იმავე დღეს ის უკრაინაში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები