გერმანიის ექსპორტი ირანში მნიშვნელოვნად გაიზარდა

ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ გერმანიის ექსპორტი ისლამურ რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გერმანია ირანში, ძირითადად, მანქანებსა და სხვადასხვა დანადგარს აგზავნის.
2016 წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტი 15 პროცენტით, ანუ 1,13 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
როგორც „როიტერს“ გერმანია-ირანის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მაიკლ ტოკასმა განუცხადა, მანქანა-დანადგარების გარდა, ირანი ძალზე დაინტერესებულია ქიმიური მრეწველობით, ასევე – ელექტრომოწყობილობებით. იგეგმება თანამშრომლობა ენერგეტიკის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით. ტოკასის თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა და ბიზნეს-კავშირების აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები