ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულები დაკავებისას დაზიანებების მიყენებას არ ადასტურებენ

ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულები დაკავებისას დაზიანებების მიყენებას არ ადასტურებენ, – ამის შესახებ დაკავებული ჯაბა მელქაძის ადოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიებისთვის შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა თავად ბრალდებული ამას ურყოფს.
პროცესზე მელქაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის სამართალდამცველებს დაზიანებები არ მიუყენებიათ. იგივე განცხადებები გააკეთეს სხვა დაკავებულებმაც.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები