ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ისრაელის რადიოს ინფორმაციით, ავიაიერიში მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციებზე, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ განხორციელდა. ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები