რუსეთში ავტოავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსეთის კიროვის ოლქში მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამმართველოში აცნობეს, ერთმანეთს „გაზელის“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, „გაზელის“ მძღოლი მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე ავტომობილის მძღოლი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები